რისი ნახვა შეუძლიათ ელექტრონულ ჟურნალში მშობლებს და როგორ - ინსტრუქცია
25-01-2024
ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მშობლებს არაერთი კითხვა აქვთ - როგორ ნახონ მოსწავლის ნიშანი, მასწავლებლის კომენტარი, როგორ შეცვალონ როლი და ა.შ. etaloni.ge - გთავაზობთ, ინსტრუქციებს სხვდასხვა საკითხთან დაკავშირებით:


1. მშობელმა რეგისტრაციისთვის უნდა აირჩიოს ღილაკი რეგისტრაცია. ჩაწეროს პირადი ნომერი, რის შემდეგადაც ეკრანზე გამოუჩნდება მობილურის ნომერი, სადაც მიუვა დასტურის კოდი. დასტურის კოდის ჩაწერის შემდეგ ახალ ორ ფანჯარაში ვწერთ ახალ პაროლს. ვიდეოინსტრუქცია:




2. მიმდინარე სემესტრის შეფასებების ნახვა შესაძლებელია მოდულიდან „მონაცემები“ – გვერდზე - „შეფასების დეტალური რეპორტი“.

3. სემესტრული და წლიური შეფასება შეგვიძლია ვნახოთ მოდულიდან „მონაცემები“ - გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.

4. მშობელს აქვს წვდომა მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებზე ასევე  შეუძლია მშობელმა მასწავლებლის მიერ დაწერილი კომენტარი ელექტრონულ ჟურნალში. ვიდეოინსტრუქცია:




5. ელექტრონულ ჟურნალში როლის შესაცვლელად უნდა დააჭიროთ ზემოთა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს და აირჩიოთ ,,როლის შეცვლა“, შემდეგ ჩამოშალეთ ღილაკი ,,როლი“ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. გამოგიჩნდებათ ყველა ის როლი, რომელიც გაქვთ. ეს იქნება სკოლაში თქვენი სტატუსი (დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი, დირექტორი, პერსონალი) მშობელი, სხვა სკოლის მასწავლებელი თუ ა.შ. როლის არჩევის შემდეგ აჭერთ ღილაკი ,,არჩევა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203