დავალებების მოდულში მასწავლებელი ქმნის და აგზავნის დავალებას, როგორც ინდივიდუალურ მოსწავლესთან, ისე მთელ კლასთან. გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, რომ ჩაწეროთ დავალება ელექტრონულ ჟურნალში:
მასწავლებელს ასევე აქვს შესაძლებლობა შექმნას დავალების შაბლონები, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სხვა კლასის მოსწავლეებთანაც. დავალების მოდულიდან უნდა აირჩიოთ სასურველი კლასი და საგანი, შემდეგ დააჭიროთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ღილაკს, შემდეგ უნდა აირჩიოთ დამატების ღილაკი ამის შემდეგ გადაგიყვანთ დავალების შესავსებ ველში:
1. უნდა ჩაწეროთ დავალების სათაური;
2. გიჩვენებთ კლასს, რომლისთვისაც აპირებთ დავალების დადებას;
3. ვადა - მიმდინარე თარიღზე დაჭერით ვიძახებთ კალენდარს და ვირჩევთ დავალების შესრულების საბოლოო თარიღს და დროს;
4. საათი;
5. წერთ დავალების ინსტრუქციას;
6. მოსწავლეების სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებულ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ მოსწავლეს აძლევთ დავალებას. დავალებების ველში ავტომატურად მონიშნულია ყველა მოსწავლე, მაგრამ თუ გსურთ კონკრეტულ მოსწავლეს/მოსწავლეებს მიცეთ დავალება, მაშინ მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე უნდა მონიშნოთ. ასევე შეგიძლიათ დავალებას თან დაურთოთ ფაილი, რომელიც შეტყობინების ველის ქვედა ნაწილშია განთავსებული. დავალების გასაგზავნათ ირჩევთ ღილაკი ,,დამატება“.
ასევე, იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=ScogQEQ624c