საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველები ხელახალი კონკურისის გამოცხადებას ელიან, რომლის შესახებაც ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 2023 წლის ბოლოს გააჟღერა.
როგორც მინისტრმა, გასულ წლის ბოლოს განაცხადა იანვარ-თებერვალში ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, რომელიც უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და ჯანსაღი იქნებოდა. თუმცა საკითხის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. შესაბამისად გადავწყვით საკითხი სამინისტროში გაგვერკვია.
უწყების წარმომადგენლებმა ცხხელ ხაზზე საუბრისას განგვიცხადეს, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების ასარჩევად ახალი კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. სიახლეები საზოგადოებისთვის სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნდება, თუმცა როდის, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით 1000-ზე მეტ სკოლას არ ჰყავს დირექტორი, ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობას მ/შ-ები ასრულებენ.
„კონკურსი იმისაა, ვიღაცები გარეთ დარჩებიან“ - დირექტორები ახალი ფორმატით შეირჩევიან
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამილახვარის განცხადებით, ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს სერტიფიცირება.
„მე პირობას ვაძლევ [ყველას], რომ მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღ, ობიექტურ კონკურსში, რომელიც უკეთესი წესით ჩატარდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ დავხვეწოთ ის გამოცდილება, პროცედურები, რომელიც შესაძლოა, გაუმჯობესებას საჭიროებს“, - აღნიშნული განცხადება ამილახვარმა 2023 წლის 22 დეკემბერს გააკეთა.