„სწავლა გრძელვადიანი მშვიდობისთვის“ - 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა
24-01-2024
24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა - აღნიშნული თარიღი წელს უკვე მეშვიდედ აღინიშება.

განათლების საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წელს მიიღო, როგორც გლობალური მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი, რომელიც ინკლუზიური და თანასწორი განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობას ემსახურება.

2024 წელს მსოფლიო გზავნილია „სწავლა გრძელვადიანი მშვიდობისთვის“.

იუნესკოს მიერ გავრცელებული განცხადებით, განათლებასა და მასწავლებლებს გადამწყვეტი როლი აქვთ სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მსოფლიო ხედავს ძალადობრივი კონფლიქტების მოზღვავებას, რასაც პარალელურად დისკრიმინაციის, რასიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის საგანგაშო ზრდა აქვს. ამ ძალადობის გავლენა სცილდება ნებისმიერ ზღვარს, რომელიც დაფუძნებულია გეოგრაფიაზე, სქესზე, რასაზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ოფლაინზე და ონლაინზე.

მშვიდობისადმი აქტიური ერთგულება დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე: განათლება ამ მცდელობაში ცენტრალურია, როგორც ეს ხაზგასმულია იუნესკოს რეკომენდაციაში განათლების მშვიდობის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. მშვიდობისთვის სწავლა უნდა იყოს გარდამტეხი და დაეხმაროს მოსწავლეებს საჭირო ცოდნის, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და უნარებისა და ქცევების გაძლიერებაში, რათა ისინი გახდნენ მშვიდობის აგენტები, თავიანთ თემებში“,- აღნიშნულია განცხადებაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203