მუქედის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
24-01-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, 25 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის მოეწყო შიდასასკოლო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში -  „რა?, სად?, როდის?“

თამაში საინტერესოდ, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ინტელექტის მაღალი დონე წარმოაჩინეს. ქულათა მიხედვით მონაწილეებმა ადგილებიც გაინაწილეს და სერტიფიკატებიც გადაეცათ. 

„აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მისი მიზანი ინტელექტუალური განათლების პროპაგანდა, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების წარმოჩენა, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203