დაკავებულია დედა, რომელიც თბილისში შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
26-01-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედებათ. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის დედა, რომელიც შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყალება ეთხოვა, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა.

1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203