თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ გავრცელებულ
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული საქმე საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს ეხება, სახელმწიფომ კი ძალადობის შემთხვევა ეფექტურად არ გამოიძია.
საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება დაარღვია, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლითაა გარანტირებული.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა.