აღმზრდელები, თანაშემწეები და სკოლის მასწავლებლები საპატიო წოდებას ან ფულად ჯილდოს მიიღებენ - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
28-01-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს განათლების სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლების ფინანსურ წახალისებას და ასევე მათთვის საპატი წოდების მინიჭებას.

„პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენელთათვის - აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე, პედაგოგი, საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მოსწავლე - საპატიო წოდებების მინიჭებას და/ან ფულადი ჯილდოების გადაცემას“, - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სტუდენტების სწავლის საფასურთან ერთად, აუნაზღაურდებათ ბანაკში დასვენების პროგრამაც.

ეს გადაწყვეტილება „პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, დაეხმარება უმაღლესი განათლების მიღებაში“, - აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203