რომელი მოსწავლეები მიიღებენ ფულად ჯილდოს  - ბრძანება 
04-02-2024
რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ფარგლებში 87 ათასი ლარია გამოყოფილი.

„პროგრამის ფარგლებში რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა ოქროს მედლის შემთხვევაში 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. ასევე, ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული 300 ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9.8 დან -10 მდე.

პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. ასევე მოსწავლეები, რომლებიც ქალაქ თბილისში გადიან სპეციალურ და კორექციულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროს მედალოსანი და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე იმ კურსდამთავრებულ მოსწავლეზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი“, - აღნიშNულია დოკუმენტში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203