სკოლების 64% არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია არ აქვს
03-02-2024

საქართველოში საჯარო სკოლების 64% არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია არ გააჩნია, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით სკოლების 31% აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64% არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება;

თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს გააჩნია რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინ როცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია;

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით რეალური ლაბორატორიების ჩანაცვლების შესაძლებლობა გამოყენებულია მხოლოდ ორ - სამეგრელო-ზემო სვანეთისა (სკოლების 19%) და კახეთის (სკოლების 13%) რეგიონებში, ხოლო სხვა რეგიონების სკოლები ვირტუალური ლაბორატორიის შესაძლებლობებით არ სარგებლობენ, ერთეული სკოლების გარდა;

დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია;

ქალაქებიდან გამოირჩევა ბათუმი, რომლის 27 სკოლიდან 26 სკოლაში არის ლაბორატორია. შედარებით ცუდი ვითარებაა რუსთავში, სადაც 26 სკოლიდან მხოლოდ 8 სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203