ფორმალური ინტერნეტი სკოლებში - რატომ ვერ სარგებლობენ კომპიუტერებით სწავლების პროცესში პედაგოგები
30-01-2024
სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს კომპიუტერები, თუმცა მათ ნაწილში კომპიუტერების არასებობა ფორმალურია, ვინაიდან არსებული ინტერნეტით მათი გამოყენება დიდ სირთულეებს უკავშირდება - აღნიშნულია კვლევაში.

სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს კომპიუტერები, პრინტერი და ინტერნეტი. სკოლების 87% მიუთითებს, რომ აქვთ კომპიუტერები და პრინტერები;

სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას, პირადი კომუნიკაციისას სკოლების ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო, მხოლოდ ფორმალურად არის სკოლებში და რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში;

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებისა და მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მიუთითებს კომპიუტერების, პრინტერების და ინტერნეტის არსებობაზე სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში, არის მუნიციპალიტეტები/რესურსცენტრები, რომლებიც მიუთითებენ ზოგიერთ სკოლაში ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203