ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის მოვალეობასა და დანიშნულებაზე იმსჯელეს
23-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლია გულიკაშვილმა 7ა კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულიო“.
გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული. მოსწავლეებმა პრობლემა გამოკვეთეს და ადამიანის მოვალეობისა და დანიშნულების საკითხებზე იმსჯელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაკვეთილის მსვლელობისას წარმოთქვეს, რომ „ადამიანი ამ ქვეყნად იმიტომ არ მოუვლენია უფალს, რომ „ჭამოს და სვას“ შექმნას რაიმე ღირებული, გამოადგეს თავის ერსა და ქვეყანას, რადგან შემდეგ არავინ თქვას - ამათ იცხოვრეს ისე, რომ არც თავიანთი სიკვდილით დააკლეს რაიმე ქვეყნას და არც სიცოცხლით შემატესო“.