წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ახალი 2024-2025 სასწავლი წლის დასაწყისში ადგილობრივი მოსწავლეების ნაწილი 150 ლარს მიიღებს.
„გათვალისწინებულია 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 150 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000) ქულის ჩათვლით პირველკლასელებისათვის სასკოლო ნივთების შესაძენად გამოიყოფა 100 ლარი.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.