„ბრძოლა გრძელდება-მომავალი ჩვენია“- გზავნილი ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან
23-05-2018
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა საქართველოს დამოუკდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება - „ბრძოლა გრძელდება-მომავალი ჩვენია“ მოაწყო.
სკოლის აღსაზრდელებმა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაზე ისაუბრეს.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“ ფარგლებში გაიმართა.