სტუდენტების საყურადღებოდ - დიდი დიღმიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსი ივლის 
31-01-2024
N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა და მგზავრებს დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს. 
 
ახალი ავტობუსები აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას.
MAN-ის მარკის 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში უკვე შემოსულია და ისინი სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გავლენ.

ავტობუსების შემოყვანის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203