განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში მთავარ გვერდზე აღარ ჩანს „შესაფასებელი შემაჯამებლები“;
აღნიშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მოდულში „მონაცემები“ - „შესაფასებელი შემაჯამებლის რეპორტი“.
ბარათზე „შესაფასებელი შემაჯამებლების რეპორტი“ დაჭერისას ეკრანზე გამოდის ყველა იმ კლასისა და მოსწავლის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ასწავლის პედაგოგი (მასწავლებლის როლის მქონე მომხმარებლის ხედვა). ხოლო დირექტორსა და ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორს ხედვა აქვს ყველა კლასისა და მოსწავლის შეუფასებელი შემაჯამებლის მონაცემებზე
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტი.