მთავარი აკრძალვა, რომელიც ყველა საბავშვო ბაღს ეხება - დოკუმენტი
03-02-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში, გაწერილია ადგილობრივი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება კატეგორიულად იკრძალება.

„მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 158-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 128 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“, - ნათქვამია დადგენილებაში

პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და სტანდარტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203