იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო რესურსითა და საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ 
01-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. სკოლა აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.

გასული წლის ნოემბრის თვეში „საზოგადოება ბილიკის“ დაანონსებულ ინიციატივებში გაიმარჯვა იგოეთის სკოლის მოსწავლეთა პროექტმა, რომელიც ეხებოდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში „საზოგადოება ბილიკმა“ სკოლას შეუძინა სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსი, რომელსაც აქტიურად იყენებენ სწავლების პროცესში.

მიმდინარე წლის 28 იანვარს კი „საზოგადოება ბილიკმა“ სკოლას უსახსოვრა საკანცელარიო ნივთები.

„საჩუქარმა ძალიან გაგვახარა. იგოეთის საჯარო სკოლის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებთ „საზოგადოება ბილიკს“ და იმედია კვლავაც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203