პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2024 წლის პირველ სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი ირმა ბერაძე იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიმართულებას ამ დრომდე გიორგი ჩაკვეტაძე კურირებდა, რომელიც ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ჩაკვეტაძე ახალა ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
სწორედ მან წარადგინა თემატური მოკვლევა: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“.