უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კონკურსის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.დოკუმენტის თანახმად, განაცხადის შეტანის ვადა 6 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ავტობიოგრაფია (CV);
ცნობა სამუშაო ადგილიდან;
ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (სავალდებულოა, თუკი, განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).
აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, შესარჩევი კომისია კი უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით განიხილოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატად. ასევე, შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით განიხილოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრობის კანდიდატად;
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების მიზნით, განიხილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატად;
აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ხოლო მოწვეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით; შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.
სრული ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.