„ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება გაგრძელდება“ - ამილახვარი
05-02-2024

სამთავრობო პროგრამის განათლების ნაწილი მინდა წარმოგიდგინოთ, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ „თუ 4 წლის ჭრილში შევხედავთ, განათლების ბიუჯეტი მკვეთრად იზრდებოდა და მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა“.

ამილახვარის განმარტებით, სამინისტრო ნაწილობრივ ფარავს სკოლამდელი განათლების მიმართულებას, თუმცა „ჩვენთან არის პროგრამების პოლიტიკის განხორციელებისა და შინაარსის ნაწილი, ვაგრძელებთ რეფორმას, რომლიც დაწყებულია ბაღების ჭრილში და დივერსიფიცირებული მიდგომა, იმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სასკოლო მზაობის პროგრამას;

გრძელდება ასევე შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება სკოლამდელი დაწსებულებების მასწავლებლებისთვის“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203