ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, პარლამენტის განათლების კომიტეტის პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს წევრია
05-02-2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, სოფიო მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს წევრია.  

2024 წლის პირველ სხდომაზე, რომელიც პარლამენტის კომიტეტმა ჩაატარა, განიხილებოდა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები; აღნიშნულ შეხვედრას სოფიო მაჭარაშვილი ესწრებოდა.

კომიტეტის ფარგლებში შექმნილი განათლების სხვადასხვა საფეხურეობრივი საბჭოს წევრებმა, მოისმინეს თემატური მოკვლევის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“ ანგარიში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203