„დირექტორის არჩევისას სპეციალური წესი იმუშავებს... იქნება განახლებული მიდგომა“... - მინისტრი სკოლის ხელმძღვანელთა კონკურსზე საუბრობს
11-02-2024

„არ მგონია ამ თვეს, თებერვალს გასცდეს [დირექტორობის ახალი კონკურსი], ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში. კონკურსში მონაწილეობას შევთავაზებთ ყველას, როგორც სერტიფიცირებულ კანდიდატებს, ასევე ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ამილახვრის თქმით, დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით, სპეციალური წესი იმუშავებს, იქნება განახლებული მიდგომა, ინკლუზიური პროცესი, სადაც კომისიებში მოწვეული იქნებიან გარე წარმომადგენლები და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.

„დაახლოებით 1000 სკოლაში შედგა კონკურსი, სხვებში არ შედგა, რადგან ფიზიკურად არ იყო კანდიდატი და როგორ შეიძლება შემდგარიყო.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სკოლების გაძლიებაზე, ავტონომიურობაზე და გვინდა თვითონ სასკოლო საზოგადოებამ: მშობლებმა, მასწავლებლებმა, დირექციამ და მათ შორის ბავშვებმა თავად გადაწყვიტონ,  ვინ უნდა იყოს მათი დირექტორი. წარდგენილი დირექტორებიდან 92% თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს, ის დირექტორი რომელიც უნდოდათ. რა თქმა უნდა, კონკურსი არის იმის, რომ ვიღაც გარეთ დარჩა და ვიღაც ჩათვლის, რომ არასამართლიანია“, - აღნიშნა ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203