მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ. ბევრი მასწავლებელი იმისთვის, რომ გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს აქტიურად ეძებს ახალ საგანმანათლებლო აპლიკაციებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა უცხოური საგანმანათლებლო ბლოგზე განთავსებული აპლიკაციებიდან ამოვარჩიეთ რამდენიმე, რომელიც დაგეხმარებათ სასწავლო პროცესი მეტად მოსახერხებელი, ეფექტური, მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ.
Canva - აპლიკაცია არის გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, რომელიც შეიძლება იყოს ეფექტური სასარგებლო სასწავლო რესურსი პედაგოგებისთვის. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ვიზუალურად მიმზიდველი გაკვეთილების შესაქმნელად და გასაცოცხლებლად. ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის, მისი გამოყენება მოსწავლეებსაც აქტიურად შეუძლიათ პროექტების, პლაკატების, ვიდეოების შესაქმნელად.
Quizlet - პოპულარული საგანმანათლებლო აპლიკაციაა, რომლის გამოყენებაც აქტიურად შეგიძლიათ სასწავლო პროცესში. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით, მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ პლატფორმა და გამოიყენონ პერსონალიზებული დახმარება საშინაო დავალების შესრულებისას. მთლიანობაში, ეს აპლიკაცია სწავლის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის მოსწავლეთათვის.
Google Classroom - საგანმანათლებლო აპებს შორის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ძირითადად იმიტომ, რომ ის უპრობლემოდ ინტეგრირდება Google-ის ყველა სხვა აპთან და სერვისთან, როგორიცაა Google Docs, Slides და ა.შ. ის მასწავლებლებს შეუძლიათ მისი მეშვეობით შექმნან დავალებები მოსწავლეთათვის.