ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, უამინდობის გამო 12-მდე სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა 10 წუთით შემცირდა, რუხის საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, - აღნიშნული ინფორმაცია Etaloni.ge-ს ადგილობრივმა საგანამათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.
რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის სკოლაში? მიეწოდებათ თუ არა ელექტროენერგია? რამდენად უსაფრთხო გარემოა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის? - რესურსცენტრის დირექტორის თქმით: „სასწავლო პროცესი გარდა რუხის საჯარო სკოლისა, ყველა სკოლაში მიმდინარეობს. სკოლებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა იყო, თუმცა სწავლა არ შეწყვეტილა. 12 სოფლის სკოლაში გათბობის პრობლემაა და ამის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა 10 წუთით შევამცირეთ“.
რაც შეეხება რუხის საჯარო სკოლაში შექმნილ ვითარებას, ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნას ელიან, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, სასწავლო პროცესის აღდგენის ვადები, ჯერჯერობით ისიც უცნობი გადავლენ თუ არა დისტანციურ რეჟიმზე თუ გაცდელინ დღეებს შაბათების ხარჯზე აანაზღაურებენ.