69 საჯარო სკოლაში ბავშვები სტიქიის გამო ვერ მივიდნენ - ხულოში, ქედასა და შუახევში სასწავლო პროცესი შეფერხებულია
06-02-2024

დიდთოვლობამ და ქარბუქმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა.

როგორც etaloni.ge-ს აჭარის განათლების სამინისტროდან აცნობეს, ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეფერხებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, ხულოს 38, შუახევის 27 და ქედის 4 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გაკვეთილებზე ვერ გამოცხადდნენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ოფიციალურად სწავლა არსად შეწყვეტილა, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლების სკოლებში მისვლის მიუხედავად, ბავშვები ვერ მივიდნენ, გაკვეთილები არ ჩატარდა და სწორედ ამიტომ შეფერხდა სასწავლო პროცესი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203