დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპრები, მოთხრობები, ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე.
აღსანიშნავია, რომ გამართულად, სწრაფი კითხვისთვის ბავშვები ხელნაკეთი ულამაზესი წიგნებით დაჯილდოვდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეო: