როგორ ნახოს მშობელმა, ელექტრონულ ჟურნალში, მეორე შვილის მონაცემები?
08-02-2024
როგორ ნახოს მშობელმა, ელექტრონულ ჟურნალში, მეორე შვილის მონაცემები? - ინფორმაციას მშობლებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
პირველ რიგში ელექტრონულ ჟურნალში უნდა გავიაროთ ავტორიზაცია. როდესაც შევალთ ჩვენი მომხმარებლით, მარჯვენა ზედა კუთხეში ჩამოვშლით მენიუს და ავირჩევთ ,,როლის შეცვლას’’, სისტემა გამოიტანს როლის ცვლილების ფანჯარას, სადაც უნდა მოვნიშნოთ მშობელი და გამოჩნდება საჯარო სკოლის მოსწავლეების/შვილების ჩამონათვალი, რომელ შვილსაც მოვნიშნავთ და დავაწვებით ღილაკს ,,არჩევა’’, არჩევის შემდეგ გადავალთ მის პირად გვერდზე.