დამრიგებლებს სახელმძღვანელოების რეესტრის ცხრილის შევსება დაევალათ - ინფორმაცია სკოლებმა უკვე მიიღეს
09-02-2024

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, eflow- ში ყველა კლასის სახელმძღვანელოების ცხრილები მიიღეს, რამაც პედაგოგიურ საზოგადოებაში არაერთი კითვა გააჩინა, მათ შორის, ვინ უნდა შეავსოს ეს ცხრილები და საჭიროა თუ არა eSchool-ის ბაზაში დამატებითი ინფორმაციების ატვირთვა?

აღსანიშნავია, რომ ეს ცხრილები კლასის დამრიგებლებმა, ასევე ბიბლიოთეკარებმა უნდა ატვირთონ, ხოლო შემდეგ, საბოლოო სახე საქმის მწარმოებელმა უნდა მისცეს და მანვე გააერთიანოს.

eSchool-ის ბაზაში კი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით სკოლები ამ ეტაპზე არაფერს აკეთებენ, მათ მხოლოდ სახელმძღვანელოების რეესტრის ცხრილის შევსება ევალებათ.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცხრილში უნდა შეიტანონ მხოლოდ სახელმძღვანელოები და არა რვეულები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203