გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას შეუერთდნენ
08-02-2024
თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წაიკითხეს საინტერესო წიგნები.

აღსანიშნავია, რომ გეგუთის N1 სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203