სასკოლო ნიშნები მოსწავლეთა ჩარიცხვაზე იმოქმედებს - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება
08-02-2024

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუმცა ეს რიცხოვნობა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მოსამსახურეთა შვილებზე.

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან ლიცეუმში ჩაირიცხებიან მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების მიხედვით, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე პირები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც:

ა) ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის (შემდგომ – სამედიცინო კომისია) მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ იქნება ცნობილი;

ბ) ვერ გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში დაწესებულ ჯამური მაქსიმალური შეფასების 30 (ოცდაათი) პროცენტს.

9. თუ ბარიერგადალახული კანდიდატთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ კანდიდატთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭებათ რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე კანდიდატებს.

10.  ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებას ლიცეუმი უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების გზით.

11. მიმღები კომისიის მიერ ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

12. მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ლიცეუმში დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სააპელაციო კომისიაში.

13. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ლიცეუმის დირექტორის სამართლებრივი აქტით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203