ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, ზგემი... - კობახიძემ საგანმანათლებლო ცვლილებები დააანონსა
08-02-2024

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში  სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს და დასრულდება 300-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

„წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები;

ასევე მიმდინარეობს მუშაობა და წელს დამტკიცდება განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც დაეფუძნება შემდეგ საფუძვლებს: პატიორტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, ეროვნული ღირებულებები

თვისებრივად განახლდება ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოები, ყველა არაქართულენოვან სკოლაში დაინერგება ორენოვანი განათლება. მიღებული იქნება ზომები სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გაგრძელდება მეცნიერების მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203