დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება „ფიროსმანის კვირეული“ ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო სკოლის VIII-IX კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მსოფლიო მასშტაბის ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების გაცნობას და პოპულარიზაციას.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, დაამზადეს პლაკატები სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის, სადაც დაიტანეს მოკლე ინფორმაცია მხატვრის ცხოვრებისა თუ მოღვაწეობის შესახებ. მათ, ასევე, დახატეს ნახატები ფიროსმანის შემოქმედებიდან.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მათ რეპეტიცია წარადგინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ დადებითად იმოქმედა მოსწავლეების სწავლისადმი განწყობაზე. მათ მსგავსი ღონისძიებებით უვითარდებათ შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები, ხდებიან მოტივირებულნი და მეტი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ტიპის სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებში.