წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გამოვლინდა
23-05-2018
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა. 

კონკურსში მონაწილეობდნენ V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები: მარიამ სილაგაძე, ლუკა კოპალიანი, დავით გვიშიანი, ალექსი ქარსელაძე, ლიკა ზვიადაძე, მარიამ ჯანელიძე, ანასტასია ლობჟანიძე, ნინო ნიჟარაძე, ზაურ ქოქოსაძე, ნინი კირთაძე, ანასტასია ჩაკვეტაძე, მარი ბერია, ლაშა გვიდიანი, გიორგი გიორგობიანი, თეა ბანძელაძე და ალექსი ტვილდიანი. 

ფინალურ ტურში ანასტასია ლობჟანიძე, ზაურ ქოქოსაძე და ანასტასია ჩაკვეტაძე  გადავიდნენ. 
საბოლოოდ კონკურსის გამარჯვებული ანასტასია ლობჟანიძე გახდა. მან 1 წუთში 20 კითხვიდან 18 სწორი პასუხი დააგროვა.

თითოეულ მონაწილეს კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა და გამარჯვებული „თანამედროვე ენციკლოპედიით“ დაჯილდოვდა. 

კონკურსს მუსიკალურად აფორმებდნენ ნორჩი მომღერლები: ლილე ჩხაბერიძე, მარია ჭიჭინაძე, ანასტასია ჩაკვეტაძე, ანასატასია ლობჟანიძე, მარიამ ჯიმშელეიშვილი და ნინო ნიჟარაძე. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203