პეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტი პროფესიულ უნარებში ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს (თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი). სტანდარტზე დაყრდნობით წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტის აღწერა უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას
უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე
მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.