ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
სამივე ბავშვს ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა აღენიშნება.
მათი თქმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.
ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.