„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - წიგნიერების დღესასწაული სვერის საჯარო სკოლაში
08-02-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას შეუერთდა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანა. 

სკოლის მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს და ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ და საზოგადოებას კითხვისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203