103-ე საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს
23-05-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეები ვერიკო სარიბეკიანის ხელმძღვანელობით  ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ. 

გასვლითი გაკვეთილის მიზანს სხვადასხვა სახის მცენარის გაცნობა წარმოადგენდა. 

პატარებმა მრავალფეროვანი მცენარეები დაათვალიერეს, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები განასხვავეს და  მცენარეების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.

 ბავშვები ასევე ესტუმრნენ ტროპიკულ ორანჟერეას, იაპონურ ბაღსა და ჩანჩქერს, ამასთან, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ეს დღე პატარებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული, საინტერესო და დასამახსოვრებელი გახდა. 

სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნული გასვლითი გაკვეთილი ხელს შეუწყობს მათი მცენარეებისადმი დადებითი და მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203