სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება წიგნის საოცარ სამყაროში ამოგზაურეს
09-02-2024
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათთვის საინტერესო წიგნების პრეზენტაცია, მნიშვნელოვანი ეპიზოდები წაიკითხეს ხმამაღლა.

მსმენელთათვის ემოციური აღმოჩნდა ავტორების მიერ შექმნილი საოცარი სამყარო: ხალიდ ჰოსეინის - „ფრანით მორბენალი“, ჯერომ სელინჯერის - „თამაში ჭვავის ყანაში“, ჯემალ ჯაყელის - „მუჰაჯირი“, ეგ. ნინოშვილის - „განკარგულება“, ილია ჭავჭავაძის - „გლახის ნაამბობი“.

რამდენიმე მოსწავლემ წაიკითხა ეპიზოდები „ვეფხისტყაოსანიდან“, ნიკო გომელაურის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძის და მუხრან მაჭავარიანის ლექსები.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203