თეთრიწყაროს N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებელები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ 
09-02-2024

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები და მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო ინიციატივას აქტიურად შეუერთდნენ. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ, შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის საჯაროდ კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203