სამშვილდის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
09-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტივრად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები ქართულ ენაზე წაიკითხეს, მათ შესაძლებლობები და სახელმწიფო ენის ცოდნა გამოავლინეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და აღნიშნული თარიღის შესახებ ისაუბრეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.