ბოგვის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, როგორიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. მის აღნიშვნას მე-5 კლასის მოსწავლეები შეუერთნენ, რომლებმაც წიგნები წაიკითხეს და ჩაი მიირთვეს.
მათ წაკითხულის შესახებ იმსჯელეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„მოსწავლეებმა წიგნის კითხვის დროს მიირთვეს ჩაი, წიგნის კითხვას ყველაზე მეტად ხომ ჩაი უხდება.
წ - არმატება
ი - წყება
გ- ანსაკუთრებულად
ნ- აკითხი
ი - ნფორმაციით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:ვიდეო