ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს
24-05-2018
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში აჭარის რეგიონალური მკლავჭიდის ფედერაციის მხარდაჭერით „ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობა“ მკლავჭიდში ჩატარდა.
ჩემპიონატის დევიზი იყო „ძირს ნარკომანია, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.
შეჯიბრებას აჭარის რეგიონალური მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე ესწრებოდა.
ტურნირზე ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.
55 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელში წარმატებით გამოვიდა X კლასის მოსწავლე გიორგი დეკანაძე, ხოლო საპრიზო ადგილზე გავიდნენ X კლასის მოსწავლე ლერი აბულაძე და XII კლასის მოსწავლე რობერტ თავართქილაძე.
იმავე წონაში მარცხენა ხელში გაიმარჯვა X კლასის მოსწავლე ლერი აბულაძემ, ხოლო საპრიზო ადგილი დაიკავეს ამავე კლასის მოსწავლეებმა გიორგი დეკანაძემ და თორნიკე კოჩალიძემ.
75 კგ. წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილი ორივე ხელში დაიკავა XI კლასის მოსწავლე ბესიკ თავართქილაძემ.
ასევე საპრიზო ადგილი დაიკავა ყველაზე პატარა მონაწილემ, IX კლასის მოსწავლემ ზურაბ აბაშიძემ.
85 კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა მწვრთნელმა ლაშა თავართქილაძემ, რომელმაც ასევე აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც იმარჯვა.
გუნდურ შეჯიბრებაში სკოლამ მეორე ადგილი დაიკავა და თასითა და მედლებით დააჯილდოვეს.
ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს პედაგოგ ლაშა თავართქილაძეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებებს.