ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლას „მოძრავი გაკვეთილების“ ფარგლებში სკოლა „მილენიუმის“ ხელოვნების მასწავლებლები: გიორგი ლიპარიშვილი და გიგა ბეროშვილი ესტუმრნენ.
ხელოვნების მასწავლებლებმა ბავშვებს თავიანთი გაკეთებული ლამაზი ნივთები დაათვალიერებინეს და შემდეგ ხელნაკეთი ნივთების შექმნა ასწავლეს.
ბავშვები დიდი ინტერესით და სიხარულით ჩაერთნენ აღნიშნულ, საინტერესო აქტივობაში.
„მოსწავლეებმა დიდი გულმოდგინებით იმუშავეს, გონება და ხელები სიამოვნებით აამუშავეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობების შემდგომ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს სოფლის ბიბლიოთეკა და მოინახულეს იმ სკოლის ნანგრევები, რომელშიც ასწავლიდა ვაჟა-ფშაველა.
მათ მეგზურობას, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის ისტორიის მასწავლებელი და მწერალი დათია ბადალაშვილი უწევდა.
აღნიშნულმა ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა - ბავშვებისთვის ის ინფორმაციული და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: