ბათუმის N4 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას შეუერთდნენ
09-02-2024
ბათუმის N4 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. მათი მიზანი იყო ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გამხდარიყვნენ. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ხმამაღლა წაიკითხეს, შემდეგ იმსჯელეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მეხუთეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203