განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ბიზნესი და ადმინისტრირების“ ვიწრო სფეროში შემავალი სწავლის სფეროებისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევა მოხდება შემდეგ დეტალურ სფეროებში:
ა) საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა;
ბ) ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა;
გ) მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
დ) მარკეტინგი და რეკლამა.
შესაბამისი ბრძანება და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.