ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ
24-05-2018
ასპინძის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ანანო გელიაშვილმა და მარიამ დევნოსაძემ  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს. 
 
არჩეული სექცია „მედია და მასობრივი კომუნიკაცია" გახლდათ, თემა კი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები და მათი ჩართულობა საზოგადოებაში, კერძოდ დაბა ასპინძაში“. 

თემის ხელმძღვანელი ასპინძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დიანა ბერიძე იყო.  

მოსწავლეები თემის დაცვაზე გამოცხადდნენ და კომპეტენტური ჟიურის განცხადებით (ჟიურის წევრებს შორის ცნობილი ტელეწამყვანები-ნინო დარასელი და თამთა სანიკიძე გახლდნენ), მათ მიერ წარმოდგენილმა თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ისინი პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203