საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან - 8 502 ბიჭია, 6 409 კი გოგოა.
ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი გაზრდილია. 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა 8846-მა მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 2020-2021-ში კი 7050-მა მოსწავლემ.