„ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით“ - წიგნიერების დღესასწაული კერძო სკოლა „ჰელიოსში“ 
12-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებასა და წიგნიერების მნიშვნელობის გააზრებას. 

ცხადია, სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კამპანიას არ გამორჩენია, მასში დიდი ინტერესითა და ლიტერატურული ღონისძიებით ჩაერთო. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს იგავ-არაკები, სხვადასხვა მხატვრული ტექსტები და მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს კითხვის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. 

„ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით“ ,- ამ მოწოდებით, სკოლაში, კითხვის პოპულარიზაციასა და ახალ თაობაში წიგნის სიყვარულის დანერგვას, დიდი მონდომებით განაგრძობენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...