საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა ფერმერთა კლუბი ფუნქციონირებს
24-05-2018
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი_ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს.
ცენტრების მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ.
ახალგაზრდები მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას სწავლობენ და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეცნობიან. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ასევე RDFG-ს სადემონსტრაციო ნაკვეთების განვითარებაში მონაწილეობენ.
ამჟამად ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ქვემო ქართლის 4 და კახეთის 1 სკოლაში ფუნქციონირებს: კოდაში, შაუმიანში, დმანისში, წინწყაროსა და საგარეჯოში. ცენტრის წევრი ახალგაზრდები ცდილობენ საკუთარი თემის პრობლემები მოაგვარონ და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ.
RDFG-ის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა კლუბი; სკოლაში მოსწავლეებს აქვთ მიწის ნაკვეთი, თავისი სარწყავი სისტემით. მათ ისპანახის პირველი მოსავალიც აიღეს.